"ზუმბა" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა ზაზა კორინთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთხმად - 78 ხმით მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარდგენილი. კერძოდ, ზაზა კორინთელი, იგივე "ზუმბა", გივი კუბლაშვილი და გიორგი ჯანოაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ზუმბა" 2004 წლიდან ფესტივალ "არტ -გენის" დამფუძნებელი და არტ-დირექტორია, არის საქვემლომქედო ფონდ "წამის" დამფუძნებელი. ზაზა კორინთელი 1997-1999 წლებში სწავლობდა პოლონეთში, კრაკოვის თანამედროვე მუსიკისა და ჯაზის აკადემიაში, 2002 წელს დაამთავრა ნიკო ნიკოლაძის სახელობის მრავალპროფილიანი აკადემიის ბოლნისის ინსტიტუტი საფინანსო-საკრედიტო და საგადასახადო სპეციალობით.
გიორგი ჯანოაშვილი და გივი კუბლაშვილი გამგეობების თანამშრომლები არიან. კერძოდ, 1983 წელს დაბადებული გივი კუბლაშვილი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობის მთავარი სპეციალისტია, გიორგი ჯანოაშვილი კი - 2009 წლიდან ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს.