ნორვეგიელი სპეციალისტების განცხადებით, ნოქალაქევი არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ძეგლია.
ნოქალაქევში სულ 3500-მდე ექსპონატია დაცული. აქ გამოვლენილია საერო არქიტექტურის ნიმუშები და მე-8, მე-7 საუკუნით დათარიღებული უნიკალური ნივთები.
ნოქალაქევის არქეოლოგიური ნაკრძალი შესაძლოა "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამ საკითხზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ.
ნორვეგიელ სპეციალისტთა ჯგუფი ნოქალაქევის არქეოლოგიურ ნაკრძალს ესტუმრა. ისინი სამი წელია რაც ნაკრძალის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, სპეციალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით მუშაობენ.