კინოკომპანია Walt Disney სტუდიოს პრეზიდენტი რიჩ როსი გადადგა, - იტყობინება სააგენტო ფრანს-პრესი. გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში როსმა აღნიშნა, რომ "უკვე აღარ ჯერა" იმის, რომ პრეზიდენტის თანამდებობა შეეფერება და მის წასვლას "ძალიან რთული გადაწყვეტილება" უწოდა.
თავის საპასუხო მიმართვაში კომპანია Walt Disney-ს პრეზიდენტმა ბობ აიჯერმა მადლობა გადაუხადა როსს მუშაობისთვის. როგორც Associated Press იტყობინება, როსის გადადგომა რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა, როცა დისნეის სტუდიამ რეკორდული ზარალი განიცადა, რომელიც მას 2011 წლის მარტში გამოსულმა ფანტასტიკურმა ფილმა "ჯონ კარტერმა" მოუტანა.
"ჯონ კარტერის" ბიუჯეტმა 250 მილიონი დოლარი შეადგინა, მსოფლიო გაქირავებაში ფილმმა 269 მილიონი დოლარი შეადგინა, ამასთან კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მიიღო. ფილმზე გაწეული ხარჯების გათვალისწინებით სტუდიამ 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.
როსი კორპორაცია Walt Disney სხვადასხვა ქვედანაყოფში 1996 წლიდან მუშაობდა. კინოსტუდია დისნეის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე, კერძოდ, 2009 წელს, ტელეკომპანია Disney Channels Worldwide დირექტორის თანამდებობა ეკავა. მისი ხელმძღვანელობით გამოვიდა ისეთი ფრანშიზები, როგორიცაა "ჰანა მონტანა" და "მაღალი კლასის მიუზიკლი".