ხოვლეგორაზე მეცნიერებმა უძველესი ტაძრებისა და ციხეების ნაშთებს მიაგნეს, რომელიც ძვ.წ.აღ-ის II და I ათასწლეულით თარიღდება. ფილები ქართველმა და ავსტრიელმა არქეოლოგებმა ხოვლეგორას ბორცვის ზედა ნაწილზე აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, სწორედ აქ იყო განლაგებული საცხოვრებელი, დიდებულთა სახლები და ტაძრები.
მეცნიერების თქმით, აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხოვლეგორა საერთაშორისო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია.
მომავალი წლიდან აქ ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები დაიწყება.