20 იანვრიდან "ხალხის პარტია" რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვების აქციას დაიწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხელმოწერები შეგროვდება თბილისის მერის არჩევნებისთვის 50%+1 ბარიერის დაწესების, მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადის შემოღების, საპენსიო ასაკის დაწევისა და პენსიების გაზრდის ინიციატივებთან დაკავშირებით.
აქციები ჩატარდება ლილოს, ვარკეთილის, ნავთლუღის, ელიავას და რკინიგზის სადგურის ბაზრობებთან.
რკინიგზის სადგურთან 14:00 საათზე "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი ბრიფინგსაც გამართავს.