აშშ-ში სასამართლო ყოფილი სენატორის, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, 58 წლის ჯონ ედვარდსის საქმეს განიხილავს. ედვარდს ბრალს სდებენ საარჩევნო ფონდის არამიზნობრივ გამოყენებაში. 2004 წელს ევარდსი ვიცე პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, ოთხი წლის შემდეგ კი შეეცადა ქვეყნი პპრეზიდენტობის კანდიდატი გამხდარიყო.
სასამართლოს ჩვენება სენატორის ყოფილმა თანამშემწემ ენდრიუ იანგმა მისცა.
ენდრიუ იანგმა განაცხადა, რომ მან მილიონამდე დოლარი დახარჯა რათა დაეფარა ედვარდსის კავშირი ჟურნალისტ რილი ჰანტერთან. ჰანტერთან ედვარდსმა ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, როცა მისი მეუღლე, ელიზაბედი, კობოთი გარდაიცვალა.
იანგის განმარტებით, როდესაც რილი ჰანტერმა სენატორისგან შვილი გააჩინა, ედვარდსმა იგი დაარწმუნა, რომ ბავშვის მამად საკუთარი თავი ეღიარებინა.
ედვარდსის ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ ყვეელაფრის მიუხედავად სენატორმა არაფერი იცოდა დახარჯული საარჩევნო თანხის შესახებ.
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სენატორს დამნაშავედ ცნობს მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1,5 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის გადახდა ემუქრება.