დღეს, 24 აპრილს, ამერიკელ მომღერალს, ბარბარა სტრეიზანდს 70 წელი უსრულდება. ამერიკელი მომღერალი, თეატრისა და კინოს მსახიობი, ლიბერალური პოლიტიკური აქტივისტი, კინოპროდიუსერი და რეჟისორი ბარბარა ჯოან სტრეიზანდი 1942 წლის 24 აპრილს დაიბადა.
დაჯილდოებულია ამერიკის კინოაკადემიის "ოსკარით" საუკეთესო მსახიობი ქალისა და საუკეთესო სიმღერის ნომინაციებით, მრავალგზის მიღებული აქვს ემის ჯილდო გრემი და ოქროს გლობუსი. სტრეიზანდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალად მიიჩნევა თანამედროვე მუსიკის ბიზნესში.