დღეს, თბილისის მერიაში პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" ლიდერებმა განცხადება შეიტანეს დევნილთა შეკრების შესახებ.
12 მაისს, 15:00 საათზე, პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" ინიციატივით დაგეგმილია დევნილთა შეკრება თბილისში, პარლამენტის წინ.
დევნილთა შეკრება მიზნად ისახავს 12 მაისი გამოცხადდეს ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღედ, დაიწყოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დევნილთა დაბრუნების პროცესის მზადება; არჩეულ იქნას საკორდინაციო საბჭო, რომელიც სათავეში ჩაუდგება პოლიტიკურ პროცესს და დიალოგს დაიწყებს აფხაზებთან და ოსებთან, მოლაპარაკებებს წარმართავს ევროკავშირის, რუსეთის და აშშ-ს პოლიტიკურ წრეებთან; შეკრებაზე გათვალისწინებულია დევნილთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაარსება, რომელსაც დააფინანსებენ ქართველი, ოსი და აფხაზი ბიზნესმენები, ფონდის შტაბ - ბინა განთავსდება შვეიცარიაში.
12 მაისს, იმავე დროს, თბილისის მსგავსად ასევე გაიმართება დევნილთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებში: ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში.