ანკარამ მაისში ჩიკაგოში ნატოს მორიგ სამიტში ისრაელის მონაწილეობას ვეტო დაადო. ეს მან იმის მიუხედავად გააკეთა, რომ მისი მოკავშირეებიმ მათ შორის აშშ, არწმუნებდნენ მას თავი შეეკავებინა ამგვარი ნაბიჯისგან. მეტიც, თურქეთმა არა მხოლოს ახლა მოახდინა ისრაელის მონაწილეოჰბის ბლოკირება, არამედ პირობა დადო, რომ მომავალიც მოახდენდა ამ საკითხის ბლოკირებას მანამ, ვიდრე ისრაელი გემ "მავი მარმარასთან" დაკავშირებულ შეიარაღებულ ინციდენტზე ბოდიშს არ მოიხდიდა.
"ისრაელის ვერ ერთი წარმომადგენელი ნატოს წევრი-სახელმწიფოების შეხვედრაზე ვერ მოხვდება, მანამ ვიდრე ისრაელის ხელისუფლება ბოდიშს ოფიციალურად არ მოიხდის და საერთაშორისო წყლებში თურქების მკვლელობისთვის კომპენსაციას არ გადაიხდის", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ და აღნიშნა, რომ ზოგი ქვეყანა მოითხოვს, რომ თურქეთმა ამ პრეტენზიაზე უარი თქვას - "ამაზე კი საუბარიც კი ზედმეტია".