სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უბილეთოდ მგზავრობისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან და საურავებისგან გაათავისუფლებენ. ამასთან დაკავშირებით, "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" კანონპროექტი "ქართულ დასს" გასულ წელს ჰქონდა ინიცირებული და პირველი მოსმენით უკვე მიღებული იყო.
თუმცა, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანიმა გია ხუროშვილმა პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პროექტს ჰქონდა არასრული სახე და მისი სრულყოფისთვის მიცემული დროის მიუხედავად, იგი არ დაკონკრეტდა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით შეღავათი კონტრაბანდისტებსაც უნდა შეეხოს, რაც მთავრობისთვის მიუღებელია.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველ პირებთან მიმართებაში, ხუროშვილის განცხადებით, იგივე პროექტი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც აქვს მომზადებული. პროექტის არსებობა დღეს კომიტეტის თავმჯდომარის მაოდგილე კახა ანჯაფარიძემაც დაადსტურა.
შესაბამისად, უახლოეს პლენარულ სხდომაზე, მთავარ ინიციატივად "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას კანონპროექტი გამოვა, საპარლამენტო უმრავლესობის პროექტი კი მის ალტერნატიულ წინადადებად იქნება წარმოდგენილი.