გამოცდები სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის - 28 და 29 აპრილს 2 000-მდე სერთიფიცირებული მასწავლებელი ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდას ჩააბარებს.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პედაგოგები ხელფასზე 200-ლარიან დანამატს მიიღებენ. მათთვის კი, ვინც ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში მოხვდება, ხელფასი 1 000 ლარით განისაზღვრება.
ასევე, წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა საბუნებისმეტყველო საგნების სერთიფიცირებულ პედაგოგებსაც აქვთ. ისინი ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდის ჩაბარების შემდეგ, გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.