ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 1 მაისს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში მიღება-კონცერტი გაიმართება.
კონცერტი, რომელსაც პოპულარული ისრაელური ჯგუფი, „გაია" წარმოადგენს, საღამოს 7 საათზე დაიწყება, მისი დასრულების შემდეგ კი მოეწყობა მიღება-კოკტეილი.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.