საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომელიც პოლიტიკური აქტივობის უფლებას მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქე ქართველებს მიანიჭებს, გამოკითხულთა უმეტესობა არ ეთანხმება. ასეთი შედეგი გამოვლინდა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
გამოკითხვაში მონაწილე 598 რესპოდენტიდან დასმულ კითხვას: ეთანხმებით თუ არა საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას, რომელიც პოლიტიკური აქტივობის უფლებას მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქე ქართველებს ანიჭებს? უარყოფითად 74,5 %-მა უპასუხა. ინიციატივას მხარს უჭერს 14,0%, ხოლო 10,5 %-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შესული ინიციატივის მიხედვით ევროკავშირში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოში პოლიტიკური აქტივობის - არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ.
ინიციატივის საერთო სახალო განხილვა უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით 21 წლის საქართველოს მოქალაქეს უფლება მიეცემა გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრიი.