რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსკოვის მერიაში 6 მაისს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის დღეს, მილიონიანი მარშის გამართვისთვის განაცხადი შეიტანეს.
"მემარცხენე ფრონტის" ლიდერის, სერგეი უდალცოვის განცხადებით, მსვლელობა 6 მაისს 15 საათზე ტრიუმფალურ მოედანზე დაიწყება, გაივლის ტვერის ქუჩას და მანეჟის მოედანზე დასრულდება.
ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააპროტესტებს ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის არჩევას.