საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში "სოციალისტური პარტიის"კანდიდატმა, ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა . "ბი-ბისის"-ის ცნობით, მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მას ხმათა 1,5%-ით ჩამორჩება. ხმების 28,6% ფრანსუა ოლანდმა, ხოლო 27,1% - ნიკოლა სარკოზიმ მიიღო. მესამე ადგილზე გავიდა "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი, რომელმაც ხმათა 18% მიიღო.
პირველი ტურის წინასწარი შედეგები ხმების 99,9% დათვლის შემდეგ ასე გამოიყურება:
ფრანსუა ოლანდი - სოციალისტური პარტია - 28.6%
ნიკოლა სარკოზი - "კავშირი სამოქალაქო მოძრაობისთვის" - 27.1%
მარინ ლე პენი- ნაციონალური ფრონტი-18.0%
ჟან-ლუკ მელანშონ - მემარცხენე ფრონტი - 11.12%
ფრანსუა ბაირუ - დემოკრატიული მოძრაობა - 9,11%
ევა ჟოლი - ევროპა ეკოლოგია - მწვანეები -2,27%
ნიკოლა დიუპონ-ენიანი - მემარჯვენე პარტია "აღსდექი რესპუბლიკა" - 1,8%
ფილიპ პუტუ - "ახალი ანტიკაპიტალისტური პარტია" -1,15%
ნატალი არტო - "შრომითი ბრძოლა"- 0,57%
ჟაკ შემინადი - "სოლიდარობა და პროგრესი" -0,28%
არჩევნებში მონაწილეობა 44,5 მილიონი ამომრჩევლიდან 80%-ზე მეტმა მიიღო, რამაც ყველა მოსალოდნელ პროგნოზებს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით.
საფრანგეთის არჩევნებს აქვს ერთი თავისებურება - არჩევნები მინდობილობით. ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს უფლება საკუთარი ხმის მიცემა ანდოს სხვა- ნებისმიერ ამომრჩეველს, იმის მიუხედავად თუ ვის აძლევს მიდობილი პირი ხმას.
"ბი-ბისის"-ი აღნიშნავს, რომ მოქმედი პრეზიდენტისთვის, საფრანგეთის ისტორიაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე, 1958 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა. ამომრჩეველთა აქტივობამ არჩევნებზე 80%-ს გადააჭარბა. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა ეკონომიკა იყო. ამასთან, რეგისტრირებული იყო 44,5 მილიონი ამომრჩეველი.
კენჭისყრის საბოლოო შედეგებს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭო 25 აპრილს გამოაცხადებს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ოლანდი და სარკოზი ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან, რომელიც 6 მაისს გაიმართება.
photo © AFP/ Thomas Samson