მტკვარში გადავარდნილი 55 წლის მალხაზ ზადილაშვილის ძებნა დღეს დილიდან განახლდა
მტკვარში გადავარდნილი 55 წლის მალხაზ ზადილაშვილის ძებნა დღეს დილიდან განახლდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
მალხაზ ზადილაშვილი თბილისში ორთაჭალჰესის მიმდიბარედ მტკვარში გადავარდა. ზადილაშილი, სავარაუდოდ ნასვამი იყო. შემთხვევის დროს მასთან რამდენიმე ახალგაზრდა იყოფებოდა. მალხაზ ზადილაშვილს მაშველები გვიან ღამემდე უშედეგოდ ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებს სწრაფი დინება და ცუდი ხილვადობა უშლიდა. მამაკაცის ძებნა დღეს დილიდან განახლდა.