საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგები:
ფრანსუა ოლანდი - სოციალისტური პარტია - 27,59%
ნიკოლა სარკოზი - "კავშირი სამოქალაქო მოძრაობისთვის" - 26,55%
მარინ ლე პენი- ნაციონალური ფრონტი-19,83%
ჟან-ლუკ მელანშონ - მემარცხენე ფრონტი - 10,58%
ფრანსუა ბაირუ - დემოკრატიული მოძრაობა - 9,2%
ევა ჟოლი - ევროპა ეკოლოგია - მწვანეები -2,0%
ნიკოლა დიუპონ-ენიანი - მემარჯვენე პარტია "აღსდექი რესპუბლიკა" - 1,97%
ფილიპ პუტუ - "ახალი ანტიკაპიტალისტური პარტია" -1,3%
ნატალი არტო - "შრომითი ბრძოლა"- 0,66%
ჟაკ შემინადი - "სოლიდარობა და პროგრესი" -0,26%
საფრანგეთის პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით.
საფრანგეთის არჩევნებს აქვს ერთი თავისებურება - არჩევნები მინდობილობით. ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს უფლება საკუთარი ხმის მიცემა ანდოს სხვა- ნებისმიერ ამომრჩეველს, იმის მიუხედავად თუ ვის აძლევს მიდობილი პირი ხმას.