საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში ოლანდი და სარკოზი გავიდნენ.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. ეგზიპოლების მონაცემებით პირველ ტურში ათიდან ვერც ერთმა კანდიდატმა გამარჯვება ვერ მოიპოვა.
ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა 28-29% ფრანსუა ოლანდი დააგროვა. ნიკოლა სარკოზის კი სავარაუდოდ 25-26% აქვს. მარინ ლე პენის 17% აქვს. სწოორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება მეორე ტური 6 მაისს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ათი კკანდიდატი მონაწილეობდა.
ნიკოლა სარკოზი - "კავშირი სამოქალაქო მოძრაობისთვის";
ფრანსუა ოლანდი - სოციალისტური პარტია;
მარინ ლე პენი- ნაციონალური ფრონტი;
ფრანსუა ბაირუ - დემოკრატიული მოძრაობა;
ჟან-ლუკ მელანშონ - მემარცხენე ფრონტი;
ევა ჟოლი - ევროპა ეკოლოგია - მწვანეები;
ნიკოლა დიუპონ-ენიანი - მემარჯვენე პარტია "აღსდექი რესპუბლიკა"
ჟაკ შემინადი - "სოლიდარობა და პროგრესი";
ფილიპ პუტუ - "ახალი ანტიკაპიტალისტური პარტია";
ნატალი არტო - "შრომითი ბრძოლა";
85 ათას საარჩევნო უბნაზე ხმის მიცემა 44 მილიონ ამორჩეველს შეეძლო. ანალიტიკოსების ვარაუდის მიუხედავად არჩევნებში გამოცხადების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი - 70%-ზე მეტი დაფიქსირდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით.
საფრანგეთის არჩევნებს აქვს ერთი თავისებურება - არჩევნები მინდობილობით. ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს უფლება საკუთარი ხმის მიცემა ანდოს სხვა- ნებისმიერ ამომრჩეველს, იმის მიუხედავად თუ ვის აძლევს მიდობილი პირი ხმას.