მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლებას უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გაგზავნასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო ქმედებებში ადანაშაულებს.
როგორც ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოდან ადამიანთა ჯგუფი საპრეზიდენტო არჩევნების გასაყალბებლად გაიგზავნა, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.
"ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ქართველი ჟურნალისტების ცემის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები მისთვის მიუღებელია.
"თუმცა ამავე დროს მახსენდება ხელისუფლების უმოქმედება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების დროს ჟურნალისტებს აყენებდნენ შეურაცხყოფას", - აღნიშნა მან.