ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს ერთი ე.წ. პრეზიდენტი ჰყავს. კითხვაზე - შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ამჟამად სამხრეთ ოსეთს ორი პრეზიდენტი ჰყავს, ალა ჯიოევა პასუხობს - "ვფიქრობ, რომ არა". ჯიოევა ასევე აცხადებს, რომ მას "ამბიცია არ აქვს".
"მე თანამიმდევრული ვიქნები ჩემს მოქმედებებში, იმიტომ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი გამართულ შეხვედრაზე ამბობდნენ, რომ ალა ჯიოევამ მოიგო და მას არასწორად მოექცნენ, მაგრამ მერე ამატებდნენ "თუმცა იყო სასამართლოს გადაწყვეტილება", _ აცხადებს ჯიოევა და ბოლო მის ირგვლივ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარევული მოვლენების გამო იმ ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს "ვინც ამის უკან იდგნენ".
მისივე თქმით, სწორედ მოსამართლეებისა და პროკურორების მოქმედებებმა გამოიწვიეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საპროტესტო განწყობა და "არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე რაღაც ამბიციები მქონდა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მე ისინი არ მაქვს".
"ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ახალი ხელისუფლება პრინციპულად განსხვავდება ძველისგან იმით, რომ კანონის უზენაესობა მისთვის პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს. და მე აუცილებლად დავაყენებ საკითხს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და ყველაფერი იმის შესახებ რაც 9 თებერვალს მოხდა", _ აცხადებს ჯიოევა და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვაში თუ მასთან დაკავშირებული ყველა ამბის "უკან მდგომი" ადამიანები დაისჯებიან "ის მადლიერებით დაიხევს უკან".