ისრაელის სასამართლომ პალესტინელის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ გადაწყვიტა იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, ჰევრონში ექვსი ოჯახის გამოსახლების შესახებ, რადგან დაადგინა, რომ სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ ნამდვილად ეკუთვნის პალესტინელს.
სახლის მფლობელმა, საცხოვრებელი, რომელიც ებრაულ დასახლებას ეკვრის, მას შემდეგ დატოვა, როდესაც ისრაელის არმიამ ამ ტერიტორიაზე პალესტინელების გადაადგილება შეზღუდა.
სასამართლომ გაარკვია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტეები იმის შესახებ, რომ პალესტინელმა სახლი გაყიდა გაყალბებული იყო.
სასამართლომ ჩასახლებულებს პალესტინელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაფარვაც დაავალა.