საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. ანალიტიკოსები არჩევნებს განიხილავენ, როგორც რეფერენდუმს ნიკოლა სარკოზის მართველობასთან დაკავშირებით.
საფრანგეთის ამომრჩევლებს ქვეყნის მომავალი ლიდერის არჩევა 10 კანდიდატს შორის უწევთ. ამის მიუხედავად, ექპსერტები ორ მთავარ კონკკურენტს გამოყოფენ - ამჟამინდელ პრეზიდენტს - "კავშირი სამოქალაქო მოძრაობისთვის" კანდიდატს ნიკოლა სარკოზის და სოციალისტების ლიდერს ფრანსუა ოლანდს.
ანალიტიკოსები არჩევნებში მაღალ აქტივობას არ ელიან.
ბოლო სოციალური კვლევების მიხედვით პირველ ტურში ფრანსუა ოლანდსს მხარს ამომრჩევლების 30% დაუჭერს, ხოლო სარკოზის 26,5%. პირველ ტურში სავარაუდოდ ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ხმების 50%-ის მოგროვებას. შესაბამისად მეორე ტურის გამართვა 6 მაისს არის გადაწყვეტილი.
საარჩევნო ბიულლეტენში შეყვანილნი არიან:
ნიკოლა სარკოზი - "კავშირი სამოქალაქო მოძრაობისთვის";
ფრანსუა ოლანდი - სოციალისტური პარტია;
მარინ ლე პენი- ნაციონალური ფრონტი;
ფრანსუა ბაირუ - დემოკრატიული მოძრაობა;
ჟან-ლუკ მელანშონ - მემარცხენე ფრონტი;
ევა ჟოლი - ევროპა ეკოლოგია - მწვანეები;
ნიკოლა დიუპონ-ენიანი - მემარჯვენე პარტია "აღსდექი რესპუბლიკა"
ჟაკ შემინადი - "სოლიდარობა და პროგრესი";
ფილიპ პუტუ - "ახალი ანტიკაპიტალისტური პარტია";
ნატალი არტო - "შრომითი ბრძოლა";
საფრანგეთის პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით.
საფრანგეთის არჩევნებს აქვს ერთი თავისებურება - არჩევნები მინდობილობით. ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს უფლება საკუთარი ხმის მიცემა ანდოს სხვა- ნებისმიერ ამომრჩეველს, იმის მიუხედავად თუ ვის აძლევს მიდობილი პირი ხმას.
მასალის გამოყენების პირობები