ავსტრალიის პარლამენტის ქვდა პალატის სპიკერი პიტერ სლიპერი სკანდალში გაეხვა.
სპიკერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან გადაყენებულია. აღნიშნულის მიზეზი მის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდება გახდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, სლიპერს, რომელიც ქორწინებაში იმყოფება, ბრალს სდებენ რომ იგი ყოფილ თანამშრომელთან , რომელიც ჰომოსექსუალიტია, სექსუალური კავშირის ძალით დამყარებას ცდილობდა.
ამის გარდა, სლიპერს სამსახურეობრივი ავტომანქანის არამიზნობრივად გამოყენებასაც ედავებიან.
თავად სპიკერი ორივე ბრალდებას უარყოფს.
თუ პიტერ სლიპერს თანამდებობის დატოვება მოუწევს, ეს მნიშვნელოვნად გაართულებს ლეიბორისტეების პოზიციას პარლამენტში, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოში უმნიშვნელო უპირიტასეობა აქვთ.