დღეს, 22 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
სულ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე 10 კანდიდატი იყრის კენჭს. საზოგადოებრივი გამოკითხვებით კი დასტურდება, რომ - ძირითადი კანდიდატები ხუთია. გარდა სარკოზისა და ორლანდისა ესენი არიან: მემარჯვენე რადიკალური ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პანი, უკიდურესად მემარცხენე ძალების წარმომადგენელი ჟან-ლიუკ მელანშონი და ცენტრისტი ფრანსუა ბაირუ.
მოსალოდნელია, რომ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 6 მაისს უნდა გაიმართოს ნიკოლა სარკოზი და ფრანსუა ორლანდი გავლენ. ამ შემთხვევაში გამოკითხვებით მოსახლეობა სოციალისტების კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას.