დღეს, 22 აპრილს, 09:00 საათზე, რუსთავის მერიის წინ (კოსტავას 20) 200 მორბენალი 10 და 21.3-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობისათვის შეიკრიბება. გარბენის სპონსორები არიან სააქციო საზოგადოება „საქართველოს ლუდის კომპანია" და „რედ ბული". ღონისძიების მხარდამჭერია თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. „საქართველოს ლუდის კომპანია" თითოეული გარბენის სამ საუკეთესო მორბენალს პრიზებით დააჯილდოებს. ორი პირველადგილოსანი „სამსუნგ გალაქსის" პლანშეტს მიიღებს, ორი მეორეადგილოსანი - ციფრულ ფოტოაპარატებს, ხოლო ორი მესამეადგილოსანი - MP3 ფლეერებს. გარბენის მონაწილეები მოედანზე 08:30 საათზე შეიკრიბებიან, რათა 09:00 საათისათვის დაგეგმილი სტარტისათვის მოემზადონ.
10 და 21.3-კილომეტრიან გარბენში 100-ზე მეტი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ქართველი ჯარისკაცი ჩაერთვება. ისინი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მხარდამხარ ვარჯიშობენ. დანარჩენი მონაწილენი იქნებიან რუსთავიდან, თბილისიდან და აშშ-ის საელჩოდან. მას, ვისაც გარბენში მონაწილეობა სურს, უნდა დარეგისტრირდეს რუსთავის ამერიკულ კუთხეში, რომელიც რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (შარტავას 11) მდებარეობს. დღეს ამერიკული კუთხე ღიაა 17:00 საათამდე. შაბათს რეგისტრაცია იწარმოებს 11:00-დან 16:00 საათამდე. გარბენი ერთი დღით უსწრებს თბილისში აშშ-ის საელჩოს გახსნის 20 წლისთავს.