საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორია გახსნა. კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ლაბორატორია უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი და რეგიონის მასშტაბით ერთადერთი და უნიკალურია. აქ უახლესი ევროპული და ამერიკული მეთოდების გამოყენებით სამშენებლო მასალების ტესტირებაა შესაძლებელი.
ლაბორატორიაში პრაქტიკული სამუშაოები, ცდები და სამეცნიერო კვლევები განხორციელდება. ცენტრი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით არის დაკომპლექტებული.