მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საკრუიზო ლაინერ "Allure of the Seas"-ზე, რომელიც საპორტო ქალაქ ფორტ-ლოდერდეილში, ფლორიდაში მიდიოდა ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
სავედნიეროდ, ხომალზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ამუშავდა, რომელმაც ხანძარი ჩააქრო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. სულ ხომალდზე 5.5 ათასი მგზავრი ეტევა.