რეჟისორი გოგი ქავთარაძე ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ში გაწევრიანდება. ამის შესახებ ქავთარაძემ პარტიის პრეზენტაციამდე განაცხადა.
"ვაპირებ, ბიძინა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანებას და აუცილებად გავწევრიანდები", _ განაცახადა გოგი ქავთარაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ხალხში დიდი იმედი გააჩინა.
"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, აქ ძალიან საინტერესო ხალხმა მოიყარა თავი. ყველას რაღაცის იმედი გაუჩნდა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს რწმენა ხალხს არ ჩავუკლათ", _ განაცხადა ქავთარაძემ.