მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 43 ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაიჭრა.
დაჭრილები სავადმყოფოებში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა მექსიკის შტატ ვერაკრისში მოხდა. სატვირთო მანქანის მისაბმელი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. ავტობუსში 70 ადამიანი იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც მისაბმელი მოძვრა და ავტობუსს შეეჯახა მიიმალა. ამჟამად მას პოლიცია ეძებს.