ავღანეთის სპეცსამსახურებმა ქაბულში ხუთი ბოევიკი დააკავეს, რომლებსაც 10 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავღანური დაზვერვის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავღანური დაზვერვის ინფორმაციით, სამი დაკავებული ავღანეთში პაკისტანიდან ჩავიდა, ორი კი ადგილობრივი მოსახლეა.
აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება ტერაქტების სერიისათვის იყო განკუთვნილი. ეს განცხადება უსაფრთხოების ნაციონალური სამმართველოს უფროსმა ნაზარმა გააკეთა.
"ამ რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება დიდი სისხლისღვრას გამოიწვევდა", _ განაცხადა ნაზარდა.