ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ავარიის შედეგად 55 წლის მამაკაცი კირილე კორტავა გარდაიცვალა.
"იმედის" ინფორმაციით, კორტავას ავტომობილი დაეჯახა მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
,,დამიძახა მეზობელმა, რომ გარდაიცვალაო კაცი და რომ მივედი უკვე გარდაცვლილი იყო და გზაზე ესვენა და არავინ არაფერი არ იციდა როგორ მოხდა", _ განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა ლადო ბეჟანიძემ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.
'