გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში საერთაშორისო დამკვირვებელთა 30 დან 300-მდე გაზრდის რეზოლუციის ტექსტი შეათანხმა.
შეთანხმებულ ტექსტში ასახულია ევროკავშირისა და რუსეთის წინადადებები. დოკუმენტის მიხედვით, დამკვირვებლების ჯგუფი სიარიაში მინიმუმ 3 თვე დარჩება და მათ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები დაიცავენ.
რეზოლუციის ტექსტზე კენჭისყრა დღეს საღამოს გაიმართება.
გაეროს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე დაპირისპირებისას დაღუპუილთა რაოდენობამ 9 ათასს გადააჭარბა.
ამჟამად ქვეყანაში კოფი ანანის დარეგულირების გეგმა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც დაპირისპირებულმა მხარეებმა საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტონ.