დღეს, 21 აპრილს, საფრანგეთის ტერიტორიაზე "სიჩუმის დღეა".
გუშინ წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმ ნიცაში თავის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგს ჩაატარა. მისიმა ძირითადმა მოწინააღმდეგემ კი, სოციალისტების კანდიდატმა ფრანსუა ორლანდმა თავისი მომხრეები ბორდოში შეკრიბა.
სულ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე 10 კანდიდატი იყრის კენჭს. საზოგადოებრივი გამოკითხვებით კი დასტურდება, რომ - ძირითადი კანდიდატები ხუთია. გარდა სარკოზისა და ორლანდისა ესენი არიან: მემარჯვენე რადიკალური ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პანი, უკიდურესად მემარცხენე ძალების წარმომადგენელი ჟან-ლიუკ მელანშონი და ცენტრისტი ფრანსუა ბაირუ.
მოსალოდნელია, რომ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 6 მაისს უნდა გაიმართოს ნიკოლა სარკოზი და ფრანსუა ორლანდი გავლენ. ამ შემთხვევაში გამოკითხვებით მოსახლეობა სოციალისტების კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას.
მასალის გამოყენების პირობები