პაკისტანის დედაქალაქთან ისლამაბადთან ახლოს მომხდარ ავიაკატასტროფაში არც ერთი ადამიანი არ გადარჩენილა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ადგილობრივი თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურად ამ ინფორმაციას ჯერ ჯერობით არავინ ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ბორტზე 118 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.
"შანსი იმისა, რომ ამ კატასტროფაში ვინმე გადარჩა, პრაქტიკულად არ არის", _ აცხადებს წყარო.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამგზავრო თვითმფრინავი სადახლებულ რაიონში ჩამოვარდა.
პაკისტანური ავიაკომპანიის "Bhoja Airline" კუთვნილი ბოინგ 737-ის ბორტზე 127 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რეისს ყარაჩიდან ასრულებდა. ადგილობრივი მედია ასევე იუწყება ავიაკატასტროფა შესაძლოა მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მომხდარიყო.