პაკისტანის დედაქალაქთან ისლამაბადთან ახლოს მომხდარ ავიაკატასტროფას 118 კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"Bhoja Airline" პაკისტანური ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგ 737-ის ბორტზე 127 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რეისს ყარაჩიდან ასრულებდა. ადგილობრივი მედია ასევე იუწყება, რომ ავიაკატასტროფა შესაძლოა მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მომხდარიყო.