აშშ-ს გემების ჯგუფის განკარგულებაში, რომელიც ირანის სანაპიროსთან საბრძოლო მორიგეობას გადის ამჟამად 430 ფრთოსანი რაკეტა "ტომაგავკია", რომლის მოქმედების სიშორე 1,6 ათასი კმ-ია.
აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების საინფორმაციო სამსახურმა განაცხადა, რომ ამჟამად სპარსეთის ყურეში იმყოფება დამრტყმელი ჯგუფი, რომელსაც ავიამზიდი "ენტერპრაიზი" მეთურობს.
კიდევ ერთი დამრტყმელი ჯგუფი, რომელსაც ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი" მეთაურობს და მეზობლად მდებარეობს, არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ დაჯგუფებასაც ამავე რაოდენობის ფრთოსანი რაკეტა გააჩნია.
ექსპერტების შეფასებით, ეს რაკეტები საკმარისია იმისათვის, რომ სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში მწყობრიდან იქნეს გამოყვანილი ირანის რაკეტსაწინაათმდეგო თავდაცვის ძირითადი სისტემები და სამხედრო აეროდრომები.
მაგალითისათვის, ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს რაკეტსაწინაათმდეგო თავდაცვის ძირითადი სისტემების მწყობრიდან გამოყვანისათვის 110 ფრთოსანი რაკეტა იქნა გაშვებული.