საფრანგეთში დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა - კვირას, 22 აპრილს იქ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის კანპონმდებლობის თანახმად, ხვალ 21 აპრილს საფრანგეთის ტერიტორიაზე "სიჩუმის დღეა".
მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დღეს ნიცაში თავის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგს ჩატარებს. მისიმა ძირითადმა მოწინააღმდეგემ კი, სოციალისტების კანდიდატმა ფრანსუა ორლანდმა თავისი მომხრეები გუშინ ბორდოში შეკრიბა.
სულ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე 10 კანდიდატი იყრის კენჭს. საზოგადოებრივი გამოკითხვებით კი დასტურდება, რომ - ძირითადი კანდიდატები ხუთია. გარდა სარკოზისა და ორლანდისა ესენი არიან: მემარჯვენე რადიკალური ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პანი, უკიდურესად მემარცხენე ძალების წარმომადგენელი ჟან-ლიუკ მელანშონი და ცენტრისტი ფრანსუა ბაირუ.
მოსალოდნელია, რომ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 6 მაისს უნდა გაიმართოს ნიკოლა სარკოზი და ფრანსუა ორლანდი გავლენ. ამ შემთხვევაში გამოკითხვებით მოსახლეობა სოციალისტების კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას.