აშშ-ს აქვს კონკრეტული გეგმები ირანზე დასარტყმელად. აღიარა პენტაგონის მეთაურმა ლეონ პანეტტამ. "სი-ენ-ენი"- სათვის მიცემულ ინტერვიუში მან კითხვაზე - მუშავდება თუ არა პენტაგონში გეგმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მისატანად პანეტტამ განაცხადა, რომ ასეთი გეგმები არსებობს.
მომდევნო კითხვაზე კი - იქნება თუ არა შესაძლებლობა აუცილებლობის შემთხვევაში ამ გეგმის რეალიზებისა, პანეტტამ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ეს გეგმა "წარმატებით" იქნება რეალიზებული.