იაპონიის საპორტო ქალაქ იაკოჰამას ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბინაში 19 წლის, რუსეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა მიყენებეული რამდენიმე ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
იაპონიის პოლიცია დაღუპულის ვინაობას ამ დრომდე არ ასახელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილას გამოძახებიდან 3 საათის დაგვიანებით მივიდნენ.
საცხოვრებელი სახლი, სადაც გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნია ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს.