გრანადის უნივერსიტეტის ესპანელმა სპეციალისტები, რომლებიც სწავლობდნენ ჰამბურგში შენახულ ორი ათასი წლის წინანდელ ბრინჯაოს ქანდაკებას, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქანდაკება ქალ გლადიატორს გამოსახავს.
ქანდაკება გამოსახავს მაღლა აწეულ ხელს, აქედან გამომდინარე, ესპანელი მეცნიერების აზრით, გამარჯვებული ესალმება ხალხს. ქალი დაბლა იყურება, სავარაუდოდ, დამარცხებულ მეტოქეს დასცქერის. თუკი მკვლევარების მოსაზრება სწორია, ეს იქნება მეორე ქანდაკება, რომელიც უძველეს დროს ქალი გლადიატორის არსებობას დაადასტურებს.