ამერიკელი მილიონერის ჰიუნგერტ კლარკის ძვირფასეულობის კოლექცია ნიუ-იორკში, "კრისტის" აუქციონზე, 20,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ცნობილი მილიონერი 104 წლის ასაკში, 2011 წელს გარდაიცვალა.
კოლექცია, რომელიც 17 ნივთისგან შედგებოდა, თავდაპირველად 9-12 მილიონად ფასდებოდა. ყველაზე ძვირადღირებულ ლოტი ცხრაკარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი აღმოჩნდა. იგი 15,7 მილიონ დოლარად გაიყიდა, მაშინ როცა თავდაპირველად ბეჭედი 6-8 მილიონ დოლარად შეაფასეს, ხოლო სასტარტო ფასი 4 მილიონს შეადგენდა. აუქციონის სახლის მონაცემებით, კლარკის ვარდისფერი ბრილიანტი, აშშ-ის ისტორიაში აუქციონზე გაყიდულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა. ვარდისფერი ბეჭედი კომპანია Stettner Investment Diamonds-იდან ბრეტ სტეტნერმა შეიძინა.
გარდა კლარკის კოლექსიისა, აუქციონზე სხვა ძვირფასეულობა გაიყიდა. სულ წარმოდგენილი იყო 300 ლოტი,რომელიც 70 მილიონ 726 ათას 650 დოლარად გაიყიდა.
ჰიუგენ კლარკი სენატორ უილიამ კლარკის ქალიშვილი იყო, რომელიც სარკინიგზო და სამთომომპოვებელი მრეწველობით გამდიდრდა. ის დღემდე შედის აშშ-ის ისტორიაში 50 უმდიდრესი ადამიანის რიცხვში.
ცხოვრების ბოლოს ჰიუგეტ კლარკის სიმდიდრე 400 მილიონს შეადგენდა,მათგან 275 მილიონი მან ქველმოქმედებას შესწირა,ხელოვნების დახმარების ფონდის შექმნით.