ნატოსა და რუსეთს შორის საქართველოს გამო უთანხმოება კვლავ არსებობს. აღნიშნულის შესახებ, ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთი და ჩვენ ყველა საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვართ გამსჭვალული, ნებისმიერ დროს განვაგრძოთ ყველა საკითხის განხილვა, რადგან ნატო-რუსეთის საბჭო სწორედ ამისთვის არსებობს და მას შეუზღუდავი პოტენციალი აქვს", _ განაცხადა ,,ნატოს" გენერლურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.