დღეს, 19 იანვარს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს დაასრულებს. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სახელმწიფო მინისტრი თურქეთის სახელმწიფო მინისტრს - ფარუკ ჩელიკს შეხვდა.
შედგა შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ქართული წარმოშობის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბებული სათვისტომოებისა და კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან: სტამბოლში - "თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდში", ქალაქ ინეგოლში (ბურსის ოლქში არსებული ქართული სათვისტომოების წევრებთან).
შეხვედრების დროს განიხილეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და თურქეთის ქართველობის მიერ შექმნილ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები - კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით.
ვიზიტი 15 იანვარს დაიწყო.