ბრიუსელი მიმდინარე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
ანდრეს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში ,,ISFI"-ის ოპერაციის დასრულებაზე ისაუბრა.
,,საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესებში შედის, ის რომ ავღანეთის ჯარებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მთლიანად გადაიბარონ უსაფრთხოება 2014 წლის ბოლოსთვის. ფინანსური კუთხით ჩვენთვის გაცილებით, ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ავღანელი სამხედროების დაფინანსება ვიდრე, ქვეყანაში საერთაშორისო ძალების შენარჩუნება", _ განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.