დღეს, 19 აპრილს, 17:00 საათზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება სვეტიცხოვლის აზომვითი სამუშაოების შედეგების პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მიზანია სამუშაო რეჟიმში განხილულ იქნას გამოყენებული მეთოდოლოგია და ტაძრის შესახებ საინტერესო ახალი დეტალები.
აღსანიშნავია, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია. ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია.
სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.