ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონში წინააღმდეგობის მოძრობას. ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ლარიჯანმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანის მხარდაჭერა ლიბანის, პალესტინისა დს სირიის სახალხო მოძრაობებისადმი დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კვლავ გაგრძელდება .
ალი ლარიჯანმა მეტად დაძაბული უწოდა სირიაში შექმნილ ვითარებას და რეგიონის ქვეყნების მთავრობებს პრობლემის მოგვარებაში მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა.