დღეს, 19 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული პროექტის „Tbilisi street dance show" პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი ითვალისწინებს თბილისის მასშტაბით არსებული ბრეიქდანსის მოცეკვავე ჯგუფების მონაწილეობით ჩემპიონატის ორგანიზებას. პროექტის მიზანია ახალგაზრდა მოცეკვავე ჯგუფებისა და ინდივიდუალური მოცეკვავეების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების აქტიური წესის პროპაგანდა.
პრეზენტაციაზე პროექტის კლიპის ჩვენება და მონაწილე გუნდების კენჭისყრა გაიმართება. შედგენილი განრიგის მიხედვით გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებში შეეჯიბრებიან. გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის ტიტული და სპეციალური პრიზები გადაეცემა.
ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაციის პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2012 წლის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.