23 აპრილს, სარემონტო სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"თელასის" ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.