ქვესადგურში `საბურთალო-2" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აპრილს 10 საათიდან 18 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, მინდელის, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 20 აპრილს 16 საათიდან 19 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, ნუცუბიძის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.