დღეს, 19 აპრილს, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
ქვესადგურ "ღრმაღელეში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თორნიკე ერისთავის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, ქსოვრელის, თმოგვის, ქართლის, ლომთათიძის, ღოღობერიძის, დაისის, კნოლევის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ქვესადგურ "სოლოლაკში" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონების ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, აბესაძის, პუშკინის, ფურცელაძის, ჩახრუხაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ავლევის, ვეკუას, ვაჩნაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
20 აპრილს კი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება მთაწმინდის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება ჩიტაძის, ლეონიძის, ინგოროყვას, იაშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
19 აპრილს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ქვესადგურ "ნავთლუღი-2"-ში სარემონტო სამუშაოს გამო, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, გახოკიძის, მაისურაძის, ბერიაშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.